Home
Category
TV Live Menu

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოების წევრ სახელმწიფოდ აირჩიეს

57f635b78615b
BM.GE
06.10.16 15:19
1074
საქართველო გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოების წევრ სახელმწიფოდაა არჩეული, რაც ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ფოსტის სფეროში გატარებული ფართომასშტაბიანი ინოვაციური რეფორმების საერთაშორისო აღიარების დადასტურებას წარმოადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სტამბოლში მიმდინარე გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის - მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 26-ე კონგრესზე ამ ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოების: ადმინისტრაციული საბჭოს (CA) ორმოცი და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ორმოცი წევრი სახელმწიფოს არჩევნები გაიმართა, რომლებშიც საქართველომ პირველად წარადგინა თავისი კანდიდატურა.

7 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ სტამბოლში დასრულდება გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის - მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 26-ე კონგრესი, რომლის მუშაობაში ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day