Home
Category
TV Live Menu

საქართველო მსოფლიოს იმ მიმართულებებს შორის მოხვდა, სადაც ადგილობრივებზე მეტი ტურისტია

57a483ab09175
BM.GE
05.08.16 16:14
1339
გამოცემა Telegraph იმ 51 მიმართულებას ასახელებს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაზე მეტი ტურისტია.
 
გამოცემამ რეიტინგი თითო ადგილობრივზე ტურისტების რაოდენობის მიხედვით დათვალა.

საქართველო რეიტინგში 37-ე ადგილზეა, ერთ მოსახლეზე 1,4 ტურისტით.

პირველ ადგილზე ანდორაა, სადაც ერთ ადგილობრივზე 33 ტურისტი მოდის.

თურქეთი რეიტინგში მეოთხე ადგილზეა თითო ადგილობრივზე 10 ტურისტით. ასევე რეიტინგში მოხვდა საბერძნეთიც სადაც ერთ მოსახლეზე 2,2 ტურისტი მოდის.

გამოცემამ რეიტინგი 2014 წლის მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით შეადგინა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტების რაოდენობას ითვლიდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day