Home
Category
TV Live Menu

საქართველო NationalGeographic-ის რეიტინგში: "მალე მოინახულეთ თბილისი, რადგან "პანორამა" ძველ ქალაქს უქმნის საფრთხეს"

575d0c944667e
ნინო კვინტრაძე
12.06.16 11:10
1416
გამოცემა NationalGeographic მსოფლიოს იმ 10 ადგილს ასახელებს, რომლებიც მეტ მოგზაურს იმსახურებს.
 
ათეულში ერთ-ერთია საქართველოც. გამოცემა თბილისს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ კულტურულ დედაქალაქს უწოდებს.

გამოცემა წერს, რომ თბილისი ის ადგილია, სადაც მოგზაური სჯობს, რომ ახლავე წავიდეს: მიზეზად კი დედაქალაქში ახალი არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობა სახელდება. NationalGeographic ერთ-ერთ მსგავსად პანორამა თბილისს ასახელებს და წერს, რომ "მილიარდერის და ყოფილი პრემიერის პროექტი საფრთხეს უქმნის ძველი თბილისის სილამაზეს“.

გარდა თბილისისა გამოცემა მკითხველს კახეთის ნახვასაც ურჩევს და წერს, რომ საქართველოში სტუმართმოყვარეობამ შესაძლოა "აგრესიულ ზღვარსაც“ მიაღწიოს. კახეთი სტატიაში საქართველოს ღვინის სამშობლოდ არის მოხსენიებული ამიტომ ავტორი მკითხველს ურჩევს „სიფრთხილე“ გამოიჩინონ სუფრაზე ყოფნისას.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს განვითარების ტემპი მატულობს. "საქართველოს მთიან რეგიონებში, სადაც სათხილამურო კურორტები გაკეთდა, ახლა შვეიცარიის სტილის მსგავსი კოტეჯების ნახვაა შესაძლებელი.

მასპინძელმა სასმელის შეთავაზებაზე უარის თქმა შესაძლოა შეურაცხოფადაც მიიღოს. კახეთის უნიკალური სასტუმროები უმეტესად 19-ე საუკუნის სტილშია გადაწყვეტილი, საიდანაც თქვენ შუასაკუნეების დროინდელი მონასტრების მონახულება ან თუნდაც სახლში დამზადებული ქვევრის ღვინის დაგემოვნება, სულ რაღაც 2 დოლარად შეგიძლიათ. ", - ვკითხულობთ სტატიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day