Home
Category
TV Live Menu

საქართველო რუსეთში ღვინის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა

5a927901a5d20
თამუნა მინჯია
25.02.18 20:00
714
რუსეთში ღვინის მთავარი მიმწოდებლები დასახელდნენ. უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი სამეულში ესპანეთი, იტალია და საქართველო მოხვდნენ. გასული წლის მანძილზე რუსეთში ესპანეთიდან 53 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ლიტრზე საშუალო ფასმა 1.36 აშშ დოლარი შეადგინა, შედარებისთვის - იტალიური ღვინის ღირებულება საშუალოდ 3.57 აშშ დოლარი იყო, ფრანგული ღვინის - 4.54 აშშ დოლარი, ხოლო ქართული ღვინის 2.92 აშშ დოლარი, - აღნიშნულ ინფორმაციას РБК ავრცელებს.

ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში ღვინის იმპორტი 40% -ით გაიზარდა და 244.4 მილიონ ლიტრს მიაღწია.

აღნიშნული სიის მეორე პოზიციაზე იტალიაა 43 მილიონი ლიტრი ღვინით, ხოლო მესამე ადგილი საქართველოს ერგო 35 მილიონი ლიტრი ღვინით, რომელმაც საფრანგეთს გადაუსწრო (33.7 მილიონი ლიტრი ღვინო). საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდება 1.7-ჯერ გაზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day