Home
Category
TV Live Menu

"საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის"

58beae6d7a2d7
BM.GE
07.03.17 16:57
994
საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, - ამის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და მათი შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა და საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეხვედრისას, განიხილეს საქართველოდან საბერძნეთის პორტებში საბორნე მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს და საქართველოს შესაძლო მონაწილეობას აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილ სატრანსპორტო პროექტებში.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ნიკოს კოძიასმა გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში მიიწვია.

Subscribe to our news

Get the main news of the day