არის თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს საქართველო შეერთებული - ეს კითხვა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ bm.ge-ის მთავარმა რედაქტორმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს დაუსვა. კითხვა კიდევ ერთხელ აქტუალური შაბათ-კვირას გახდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სანქცირებული საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ასევე სანქცირებული შვილი საქართველოში იმყოფებოდა. მართალია, ოფიციალურად შსს-ს ან სხვა შესაბამის უწყებებს მათი ვიზიტი არ დაუდასტურებიათ, მაგრამ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ დაადასტურა, საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი... შესაბამისად, bmg-მ კიდევ ერთხელ დავსვა კითხვა - საქართველო არის თუ არა საერთაშორისო სანქციებს შეერთებული?