Home
Category
TV Live Menu

საქართველო შესაძლოა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ის) წევრი გახდეს

5819a4a38c089
ელენე გოგბერაშვილი
02.11.16 12:28
2104
დღეს თბილისში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიური მე-9 პლენარული სესია იმართება.

გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთ მაღალი დონის შეხვედრას წარმოადგენს, რომელშიც ფორუმის წევრი 100-მდე მეტი სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.

გლობალური ფორუმის შეფასებით, საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა.

როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მიდის მუშაობა საგადასახადო ინფორმაციის ავტომატური გაცვლაა.

"ეს არის საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეუერთდა. ჩვენც ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ ამ შეთანხმებას და ავტომატურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი საგადასახადო ინფორმაციის გაცვლა ყველა წევრ ქვეყანასთან"- განაცხადა გიორგი თაბუაშვილი.

საქართველო (OECD-ის) წევრი სახელმწიფო არ არის, თუმცა, 2011 წელიდან ორგანიზაციის "გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის" წევრია.

როგორც გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, საქართველო OECD-ის წევრი არ არის, თუმცა ორგანიზაციის წევრობის საკითხი განიხილება.

"ორგანიზაციის წევრები არ ვართ, მაგრამ განიხილება. რიგი კრიტერიუმებისა არის მისაღწევი და დასაკმაყოფილებელი, რომლის შემდეგაც ეს ორგანიზაცია იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე"- აცხადებს თაბუაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day