სომხეთი საქართველო-სომხეთის საზღვარზე Duty Free-ს გახსნის - ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრმა დავიდ ლოკაიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღო.
„იგეგმება, რომ მაღაზია საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ბაგრატმშენზე გაიხნსება და 280 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს“,- განაცხადა მინისტრმა.
სომხეთში სულ ორი აერიპორტი ფუნქციონირებს, სახმელეთო საბაჟო პუნქტები კი ქვეყანას მხოლოდ საქართველოსა და ირანთან აქვს.