Home
Category
TV Live Menu

საქართველოდან ცხვრის ხორცის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა

5968d0b9a53ae
BM.GE
14.07.17 18:09
975
მიმდინარე წელს 93 000-ზე მეტი სული წვრილფეხა პირუტყვის - ცხვრის ხორცია ექსპორტირებული, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის პირველ ნახევარში 7500 ცხვრის ტან-ხორცია ექპორტზე გატანილი. საქართველოდან დაკლული ცხვრის ხორცის ძირითადი ექსპორტიორები ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი და ერაყი არიან. სააგენტო ექსპორტის მზარდ ტენდენციას ეფექტიანი ვეტერინარული კონტროლით ხსნის. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცხოველთა სასაკლაოები მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ნდობის საფუძველი გახდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day