საქართველოდან მოგზაურების გასვლები 46.5%-ით გაიზარდა
BM.GE
27.05.22 10:21
• 309
საქართველოდან მოგზაურების გასვლები 46.5%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 261.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 %, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. 2022 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 285.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 318.8 ლარი შეადგინა. გამყვანი ტუროპერატორები საგრძნობლად გაზრდილ რიცხვებს პანდემიის შემსუბუქებას და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული შეზღუდვების მოხსნას უკავშირებენ. ასევე მიაჩნიათ, რომ დღეს ქართველებს მოგზაურობის ნაკლებად ეშინიათ. დადებითი მონაცემების უკან კი ტუროპერატორებს ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის როგორიცაა კადრების დეფიციტი.