Home
Category
TV Live Menu

საქართველომ IMF-სგან $42,4 მლნ მიიღო

5a28d4e225510
BM.GE
07.12.17 09:41
913
სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას, ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე . ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (SDR) (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვა 60 მილიონ ესდეერს (84.8 მილიონ აშშ დოლარს) მიაღწევს. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“, 210.4 მილიონი ესდეერის მოცულობით (დაახლოებით 297.5 მილიონი აშშ დოლარი, ანუ საქართველოს ქვოტის 100%), სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 12 აპრილს დაუმტკიცა.

ფონდში განმარტავენ, რომ საქართველოს პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარობს. შესრულებულია 2017 წლის ივნისისთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი.

Subscribe to our news

Get the main news of the day