Home
Category
TV Live Menu

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 43%-ით გაიზარდა

5a573abae0982
BM.GE
11.01.18 14:20
718
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული, 2017 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 4 073 959 მგზავრი, რაც 43.43 %-ით აღემატება 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2 840 455 მგზავრი).

2017 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 139 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.47%-ით (911 604 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (2 252 535 მგზავრი).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 495 668 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 58.69%-ით (183 325 მგზავრით) მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (312 343 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 49.31%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 405 173 მგზავრი - 133 810 მგზავრით მეტი ვიდრე 2016 წელს.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 2017 წლის განმავლობაში 7 256 მგზავრს მოემსახურა, რაც 3 042 მგზავრით, შესაბამისად 72.19%-ით მეტია ვიდრე 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (4 214). ამბროლაურის აეროპორტმა 2017 წელს პირველად მიიღო მგზავრები და მათი რაოდენობა 1 723 ადამიანს შეადგენდა.

2017 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 637 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე 2016 წელს. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 20 955, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 17 852, ხოლო ჩარტერების 3 103. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 36.80%-ს შეადგენს.

12.60%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წელს ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 128 446, ხოლო გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 144 626 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day