Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს აღმშენებლობის საინვესტიციო ფონდი დაარსდა

5a1d667b01a61
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 17:33
1026

50-მილიონიანი კაპიტალით საქართველოს აღმშენებლობის ეროვნული საინვესტიციო ფონდი დაარსდა. შესაბამის ხელშეკრულებას საპარტნიორო ფონდმა ჩინურ კომპანიასთან СEFC-სთან გააფორმა. ხელშეკრულების ხელმოწერა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" შედგა.

"მაისში საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას СEFC-ის შორის გაფორმდა მემორანდუმი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ფორმა, რომ ორ ფონდს შეექმნა ერთი საერთო ფონდი. 50 მილიონი საწესდებო კაპიტალით, რომელიც მხოლოდ საქართველოში განახორციელდებდა პროექტებს. ამ თვეების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ და დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. დაფუძნდა საქართველოში ჩინურ-ქართული ერთობლივი საქართველოს აღმშენებლობის ეროვნული საინვესტიციო ფონდი", - აცხადებს საგანელიძე.

მისივე თქმით, ფონდის საქმიანობა დივერსიფიცირებული იქნება და იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის მიმართულებით, რაშიც, შესაძლოა, სასტუმროების ქსელი მოიაზრებოდეს.