Home
Category
TV Live Menu

საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია, სავარაუდოდ, მომავალ წელს ექნება

580a1e47ecb76
BM.GE
24.10.16 09:30
1581
აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალ წელს ექნება.  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა, თუმცა, შემდეგ ეტაპზე სტრატეგია სხვა უწყებებმა უნდა განიხილონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგია, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში იქნება მიღებული. სხვა დეტალებზე საუბრისგან კი უწყება ამ ეტაპზე თავს იკავებს, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია დოკუმენტი დარედაქტირდეს.

წლის დასაწყისში სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე არჩილ ფარცვანია "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებდა, რომ სტრატეგია თევზის იმპორტის ჩანაცვლებას, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმობას და ფერმერებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

მისივე ინფორმაციით, აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება მეწარმეების პროფესიული უნარების გაუმჯობესებაა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day