იანვრში ლარის გამყარების ტენდენციის ფონზე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინები პოზიტიურია. მისი თქმით, ანალიტიკოსების პროგნოზებზე დაყრდნობით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,5%–ს მიაღწევს.
“საქართველოს მაკროეკონომიკური სიტუაცია არის აბსოლიტურად ჯანსაღი და 2018 წელს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. თუ ტურიტების ნაკადის იგევენაირი ზრდა დავინახეთ წელსაც, როგორც 2017 წელს იყო, ვფიქრობ რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია იქნება”, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.