Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ბანკი & USAID - SME ბიზნესის მხარდასაჭერად

BM.GE
14.11.22 00:17
145
საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მხარდასაჭერად და მათი განვითარებისთვის ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათზე საქმიან ეთერებში გიყვებოდით და მომავალშიც მოგიყვებით, ტრადიციისამებრ კი ეტაპობრივად ვკითხულობთ შედეგებსაც. დღეს ფორბს კვირას სტუდიაში ზურაბ მასურაშვილი, საქართველოს ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი და მარკ მაკკორდი, USAID, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი შემოგვიერთდნენ და მათთან ერთად კიდევ ერთ საგრანტო შეთანხმებებზე მოგიყვებით, რომელზეც მხარეები გაზაფხულზე შეთანხმდნენ და რომლის ფარგლებშიც საბოლოო ჯამში მცირე და საშუალო ბიზნესი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, აგრო და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით, მიიღებენ მხარდაჭერას. ესენია: სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტზე გატანა და საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია. იქამდე იყო კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საქართველოს ბანკმა შარშან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად განახორციელა რომელიც 20-მდე SME კომპანიის ექსპორტზე გასვლის მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

სტუმრები: ზურაბ მასურაშვილი - საქართველოს ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი;

მარკ მაკკორდი - USAID, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day