Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ბანკი ბიზნესებს ბუღალტერიის გაციფრულების პროექტს სთავაზობს

BM.GE
07.06.22 09:21
255
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს. იმისთვის რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გახდეს ბიზნესებისთვის, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გააციფრულონ და მოაწესრიგონ საბუღალტრო აღრიცხვის პროცესი. რაც მათ მისცემს მეტ შესაძლებლობას, ნაკლებ დროში, მარტივად დაიმტკიცონ ახალი ლიმიტი, დანარჩენი დრო კი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. 

სწორედ ამ იდეით და მიზნისთვის საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის ბუღალტერიის განვითარების პროგრამა შეიმუშავა, რომელიც 3 მიმართულებას − ბუღალტერიის გაციფრულებას, სრულ ბუღალტრულ სერვისსა და ფინანსური ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას მოიცავს. როგორ შეუძლია ამ რესურსით ბიზნესს ისარგებლოს და რა შესაძლებლობაა კერძო სექტორისთვის? 

სტუმრები: ზურაბ მასურაშვილი - "საქართველოს ბანკი"-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი;
გელა მღებრიშვილი - Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი.

Subscribe to our news

Get the main news of the day