Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ბანკის ბანკომატები უსინათლო მომხმარებლისთვის ადაპრიტებული გახდება

5863d5a7b9589
BM.GE
28.12.16 19:08
1120
ფონდმა "სიცოცხლის ხე", საქართველოს ბანკის ფონდმა, 2016 წელი შეაჯამა და 2017 წლის გეგმების შესახებ განაცხადა.

2017 წელს „სიცოცხლის ხე“ მუშაობას გააგრძელებს ძირითადი პრიორიტეტების თანახმად და განახორციელებს რამდენიმე ინოვაციურ პროექტს, მათ შორის: ფონდი გამოაცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად; გაუშვებს donate.ge-ს - ერთიან საქველმოქმედო პორტალს, სადაც შესაძლებელი იქნება შესაწირის გაკეთება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში და, ასევე, ნივთების დონაცია სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ბავშთა სახლების დასახმარებლად. კერძოდ, პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ნივთის უანგაროდ გაცემა, რომლის ტრანსპორტირებასაც „სიცოცხლის ხის“ კურიერი განახორციელებს მიზნობრივად; „სიცოცხლის ხე“ ასევე გამოაქვეყნებს ფინანსურ ლექსიკონს, რაც ხელს შეუწყობს ფინანსების სფეროში ცოდნის გავრცელებას - ნებისმიერ მსურველს ექნება ინფორმაცია იმ საფინანსო ტერმინებზე რომლებიც ყველაზე ხშირად გამოყენებადია და რთულად აღსაქმელი; ქალაქში არსებული ეკოლოგიური და სატრანსპორტო პრობლემების შემცირების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებისთვის ამოქმედდება საავტომობილო დამგზავრების აპლიკაცია, რომლის მეშვეობით ისინი შეძლებენ დაემგზავრონ ერთმანეთს და ერთობლივად გამოიყენონ ნაკლები სატრანსპორტო საშუალება; მოხდება „საქართველოს ბანკის“ დამატებით 15 სერვისცენტრის ადაპტირება შშმ პირებისთვის; ბანკის სერვისცენტრები ასევე აღიჭურვება ტაქტილური ბილიკებით, სპეციალური მანიშნებლებითა და ბრაილის შრიფტის წარწერებით; განხორციელდება „საქართველოს ბანკის“ 11 ბანკომატის ადაპტაცია უსინათლო მომხმარებლებისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day