"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის აუცილებლობა საქართველოში არ იყო.
მისივე თქმით, ახალი რეგულაციების შემოღება გავლენას იქონიებს საპროცენტო განაკვეთებსა და დეპოზიტებზე.
"საქართველოს ბანკს და მე პირადად მიმაჩნია, რომ არ იყო დეპოზიტების დაზღვევის აუცილებლობა საქართველოში, მაგრამ გვესმის, რომ ეს იყო ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ აიღო ევროგაერთიანების და მსოფლიო ბანკის წინაშე.
თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მარტივი სქემა, რომლითაც ფაქტობრივად მსხვილი ბანკები დაასუბსიდირებენ წვრილი ბანკების დეპოზიტებს, მიამჩნია, რომ მომავალ ვერსიებში განვითარდეს და განევრცოს. რაც შეეხება გავლენას, ვფიქრობ, რომ რაღაც გავლენა ექნება როგორც საპროცენტო განაკვეთებზე, ასევე დეპოზიტებზე",- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.