Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს ბანკის" მიერ დაფინანსებულმა განახლებადი ენერგიის პროექტმა EBRD-ის ჯილდო მიიღო

592411088b6db
BM.GE
23.05.17 14:36
945
საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ჯილდო - "2016 წლის საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოში" მიიღო. აღნიშნული ჯილდო, საქართველოს ბანკს ყოველწლიური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა. საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით, განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ჰიდროსადგურების, დადგმული სიმძლავრის გაზრდას ემსახურებოდა.

"EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (TFP) 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მა დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა", - აღნიშნულია "საქართველოს ბანკის" ინფორმაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day