"პროკრედიტ ბანკისგან" შეძენილი მცირე ბიზნესსესხების ქეისით "საქართველოს ბანკის" მიკრო და ბიზნეს კლიენტების რაოდენობა 2 400 -ით, პორტფელის წმინდა ღირებულება კი 120 მლნ ლარით გაიზარდა. გარიგება ნაღდი ანგარიშსწორებით შედგა.
მიკროსეგმენტში „საქართველოს ბანკის“ პოზიციონირებაზე ახლადგადახალისებული მენეჯმენტი იზრუნებს. ბანკი "რესპუბლიკიდან" "საქართველოს ბანკში" დაბრუნებული რამაზ კუკულაძე, გენერალური დირექტორის მოადგილედ, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე პრემიუმ საცალო საბანკო ბიზნესს (Solo) გაუწევს კურირებას.
"თიბისი ბანკიდან" გადაბირებული დავით წიკლაური „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა, მიმართულებაა კორპორაციული საინვესტიციო ბანკინგის განვითარება.
ბანკის საცალო მიმართულება 2 ნაწილად გაიყო. გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ გომართელი Express Bank-ის და საქართველოს ბანკის საცალო მიმართულებას უხელმძღვანელებს.
პროკრედიტ ბანკში $45 მილიონიანი მიკროპორტფელის გასხვისების გადაწყვეტილება მსხვილზე მეტად კონცენტრირებით და გააქტიურებით ახსნეს. საქართველოში ხანგრძლივადიანი საქმიანობის პერსპექტივით.
10 000 ევრომდე ბიზნესდაკრედიტების შეწყვეტის (2015 წ იანვარი) შემდეგ, უმსხვილესმა გერმანულმა საბანკო ჯგუფმა სამიზნე ჯგუფის მორიგ შევიწროებაზე განაცხადა.
$21 მლნ-ის პორტფელის თიბისისთვის მიყიდვის შემდეგ, $45 მლნ-იანი ქეისის „საქართველოს ბანკისთვის“ მიყიდვაც ამით ახსნა.
გარიგება ძირითადად ეხება ინდივიდუალურ სესხებს, რომელიც 100,000 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულებისაა.
"საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ გარიგება პირდაპირ ემსახურება მიზანს, გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო სესხების მოცულობა, 3-წლიან პერსპექტივაში.
gbc.ge