Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ბანკმა ბარათების საყოველთაო გათამაშება დაიწყო

577615f450f80
BM.GE
01.07.16 11:02
1257
საქართველოს ბანკი, მომხმარებელს ბარათების საყოველთაო გათამაშებას სთავაზობს. დღეიდან, საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით გადახდა მომგებიანია. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია, ყველა ვისაც აქვს საქართველოს ბანკის ერთი პლასტიკური ბარათი მაინც ავტომატურად ერთვება გათამაშებაში და ეძლევა შანსი მოიგოს 10 000, 30 000 და 50 000 ათასი ლარი.

"ამასთან 16 000 ათასი სხვადასხვა ფულადი პრიზი, ჯამში ბარათების საყოველთაო გათამაშების საპრიზო ფონდი 250 000 ლარს შეადგენს.

პრიზების მოსაგებად მომხმარებელმასაკმარისია - მაღაზიებში, ბაზრობაზე, კაფესა თუ უბნის მარკეტში, პლასტიკური ბარათით, საქართველოს ბანკის პოსტერმინალითგადაიხადოს ნებისმიერი თანხა. მოგების შემთხვევაში იგი ავტომატურად მიიღებს SMS შეტყობინებას ბანკისგან. ყველა ბარათის მფლობელს აქვს შანსი გახდეს ბარათების გათამაშების გამარჯვებული.

გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ბანკის ყველა პლასტიკური ბარათი: Visa, MasterCard-ი და American Express-ი, ასევე მობილური აპლიკაცია - BOG TSKAPP", - განმარტავენ საქართველოს ბანკში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day