Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

5a65b543edc76
BM.GE
22.01.18 13:55
855
საქართველოს ბანკმა განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს - საქართველოში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკი, მიღების თაობაზე. საუკეთესო ბანკები ამ მიმართულებით, შეირჩა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასწარმოქმნა და ინოვაციური ტექნოლოგიები. საქართველოს ბანკმა ეს ჯილდო უკვე მეხუთედ მიიღო.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საუკეთესო ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების კუთხით. საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ბანკთან თუ ინსტიტუტთან და ამ პარტნიორობების საფუძველზე ქმნის ვაჭრობის ფინანსირების საუკეთსო პროდუქტებს ადგილობრივი კორპორაციული და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day