Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„საქართველოს ბანკში უკვე 15 წელია ვარ, ეს უკვე ჩემი მეორე ოჯახია“ - ეთერ ირემაძე ქალების ნარატივში

BM.GE
21.04.21 11:31
489

მნიშვნელოვანია, თვითონ გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ” – “საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ეთერ ირემაძე „ქალების ნარატივში“

-რა კუთხით გაიზარდა თქვენი პასუხისმგებლობა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ?

-პასუხისმგებლობის მხრივ, ადრეც იყო და ახლა უფრო გაიზარდა ის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ მომხმარებლებთან, უკეთ გავარკვიოთ მათი საჭიროებები და მოთხოვნილებები, ინტერესები, შევთავაზოთ მათზე ინდივიდუალურად მორგებული საბანკო სერვისები და პროდუქტები. ჩვენი ძირითადი ორიენტირი არის ის, რომ ამას ინდივიდუალურად მივუდგეთ. გვსურს მათ ოცნებების ახდენაში დავეხმაროთ.

 

-თავად თუ შეძელით, ბავშვობაში დასახული მიზნების მიღწევა?

 

-ძალიან გამიმართლა, რომ ეს პროფესია ავირჩიე და მოვხვდი „საქართველოს ბანკში“, ამ გუნდში. ბევრი ოცნება ამიხდა და ასახდენიც ბევრია, თუმცა არ ვიცი „ოცნება“ რამდენად სწორი სიტყვაა, არსებული იდეების განხორციელებისთვის მოქმედებას ვიწყებ ხოლმე. 

 

-რა გამოწვევები გამოიკვეთა თქვენს გუნდში პანდემიის ფონზე?

-ჩვენი გამოწვევა იყო ის, რომ მაქსიმალურად გვერდზე დავდგომოდით მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკი“ სესხების გადავადების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისითაც იყო სხვადასხვა პროექტი, პროგრამა, პლატფორმა. ერთ-ერთი ასეთი იყო „არ გაჩერდე“. კომპანიისთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო თანამშრომლებზე ზრუნვაც, მათი უსაფრთხოების დაცვა ისე, რომ მომხმარებლებისთვის სერვისი ისეთივე ხარისხით მიგვეწოდებინა. 

  

-რას ნიშნავს თქვენთვის „საქართველოს ბანკი“?

-უკვე 15 წელია რაც აქ ვმუშაობ. აღვნიშნავ არა მარტო საქმის, არამედ გუნდის ფაქტორს, ადამიანებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან, ასევე „საქართველოს ბანკმა“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მიმაღებინა მონაწილეობა.

 

-გვაქვს კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსი, რომელიც ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოში ქალების წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ავალდებულებს - როგორია ამაზე თქვენი დამოკიდებულება?

-უშუალოდ „საქართველოს ბანკში“ თანამშრომლების 70% ქალია, მენეჯერულ პოზიციაზე 55%-მდე (12 წუთი), ტოპ მენეჯმენტში კი დაახლოებით 35%.  

 

-სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრიათ?

-მე-10-მე-11 კლასში ვაპირებდი დიპლომატი ვყოფილიყავი, სხვა მხრივ, ბანკირობის გარდა, სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია. 

 

-რომელია თქვენთვის საამაყო პროექტი?

-აღვნიშნავ, რომ ჩართული ვიყავი პირველი ბრენდირებული სასტუმროს დაფინანსების პროექტში. ზოგადად, „საქართველოს ბანკში“ პრობლემებს „შესაძლებლობებს“ ვეძახით.

 

-რა თვისება გამოიმუშავეთ მართვის უნარებისთვის?

-მნიშვნელოვანია, თვითონ გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. გჯეროდეს იმის, რომ ის საქმე რასაც გუნდთან ერთად აკეთებ, პოზიტიური გავლენის მატარებელია.

 

 

 




სტუმარი: ეთერ ირემაძე - "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე
 
 
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day