გასულ წელს, საქართველოს დერეფანში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა კიდევ 800 000 ტონით შემცირდა და 41,5 მლნ ტონა შეადგინა. საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 16,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 1,3 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.
საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 394787 TEU ერთეული შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით, მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.
გასულ წელ,ს ტვირთბრუნვა გაეზარდა ფოთის პორტს და მან 6,7 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად 2016 წლის 6,3 მლნ ტონისა. 5,6 მლნ ტონიდან 4,2 მლნ ტონამდე შემცირდა გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. 0,3 მლნ ტონით შემცირდა გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა სუფსის საზღვაო ნავსადგურში, ხოლო ყულევის საზღვაო ტერმინალში 1,6 მლნ ტონაზე შენარჩუნდა.
საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია მცირდება: