Home
Category
TV Live Menu

საქართველოს EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია

59ae55dc2df9b
BM.GE
05.09.17 11:43
754
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან. EBRD-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში. აღნიშნული საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აღნიშნული საბჭოს მხარდამჭერია, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day