Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა

BM.GE
31.01.22 14:19
342
2021 წელს საქართვეკლოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გაავრცელა. რაც შეეხება უშუალოდ დეკემბრის მონაცემებს, გასული წლის ბოლო თვეში მშპ-ს ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მაჩვენებლებით დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ, პრაქტიკულად აღდგენილია. 

მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობა შეასრულა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას არავინ დაპირებია ორნიშნა ინფლაციას, რომელმაც დეკემბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და 13.9% შეადგინა. რამ განაპირობა გასული წლის დეკემბერში 9.6%-იანი ზრდა, რომელ სექტორებში გვქონდა მატება და რომელში კლება? 

სტუმარი: გოგიტა თოდრაძე - „საქსტატის“ ხელმძღვანელი;
 


Subscribe to our news

Get the main news of the day