Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა “თიბისი კაპიტალისგან”

BM.GE
30.06.23 09:44
94
გასულ კვირაში, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. ჩვენი აზრით, მომდევნო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2 აგვისტოს გაიმართება, განაკვეთის შემცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია. სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ მაისში, წინა თვეებისაგან განსხვავებით, ლარის სესხების ზრდა პრევალირებდა, ხოლო დეპოზიტების მხარეს, მართალია მატება ასევე ლარში მეტი იყო, თუმცა ვალუტის კომპონენტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. თიბისი ბანკში მიაჩნიათ, რომ ლარის ბოლოდროინდელი სისუსტესთან დაკავშირებით იმას ხსნის, რომ ცვლილება სენტიმენტებმა განაპირობა. თიბისის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, დაბალი ინფლაციისა და ძირითადი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორების მიმართ ლარის საშუალო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამომავლოდ ლარის გაუფასურების მიმართულებით გარკვეული შესწორება, როგორც ჩანს, სწორედ რომ უფრო მეტად ალბათურია. 

სტუმარი: ოთარ ნადარაია - "თიბისის" მთავარი ეკონომისტი;


Subscribe to our news

Get the main news of the day