Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

BM.GE
16.05.23 11:46
88
საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებაა რუსეთზე - უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა და 652 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტ-დეკემბერში კი ექსპორტი 3.2%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია. 

სტუმრები: ირინა გურგენაშვილი - Gnomon Wise-ის აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
ბესო ნამჩავაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მთავარი ეკონომისტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day