"საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2.5%-3%-ის ჩარჩოებში იქნება. უკანასკნელი ციფრი ნოემბერში 2.8% იყო", - განაცხადა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი შემდეგ წელს გაიზრდება.
"10 პუნქტიან გეგმას რაც შეეხება, ეს ახალი მთავრობის პოზიციაა, რომელზეც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა და ეს ის პუნქტებია, რომელზეც დაინტრესებულ, ჩართულ მხარეებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან იყო საუბარი. პირველი უმთავრესი აქ აქციზის გაზრდაა იმ პროდუქტებზე, რომლებსაც დაბალი დაბეგვრის ტარიფი გააჩნიათ, ესენია: დიზელი, ბენზინი, ბუნებრივი აირი. ცოტა არ იყოს, ფუფუნების საგნები დაიბეგრება", - განაცხადა ბალვანერამ. მისივე თქმით მსგავსი რეფორმები გატარდა პერუშიც, სადაც მან საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო.
"ქვეყანაში 3 მილიარდამდე ინვესტირება მოხდა, რაც გამოდის დაახლოებით 800 ევრო ერთ სულ მოსახლეზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე EBRD-ის ისტორიაში, რადგან საქართველო სერიოზული რეფორმების ქვეყანაა და ქვეყნის განვითარებისთვის მრავალი პერსპექტიული საკითხია გადასაწყვეტი. ჩვენ ქვეყანაში ძირითადად, 90% კერძო სექტორის განვითარებას ვუჭერთ მხარს.