Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზარი - Galt&Taggart-ის მიმოხილვა

BM.GE
31.07.23 10:25
637
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 21.4%-ით გაიზარდა. Galt&Tagart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით. წლიური საშუალო ფასი 19.6%-ით არის შემცირებული, თუმცა თურქეთიდან გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებით, საექსპორტო შემოსავალი მხოლოდ 2.4%-ით შემცირდა და $53.3 მილიონი შეადგინა. 

Galt&Tagart-ის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის შემცირებამ და თბოსადგურების მუშაობამ შესაძლებელი გახადა ექსპორტის აპრილში დაწყება და საექსპორტო მოცულობის გაზრდა. ელექტროენერგიაზე მზარდ მოთხოვნას თურქეთის ბაზარზე შენარჩუნებული მაღალი ფასები განაპირობებს. ამ წლის პირველ ნახევარში თურქეთმა საქართველოდან 2.1 ტვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო, საიდანაც 0.8 ტვტ.სთ ქართული გენერაციის ობიექტებიდან იყო, 1.5 ტვტ.სთ კი ტრანზიტი მეზობელი ქვეყნებიდან. საექსპორტო საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 6.9 ცენტი შეადგინა. 

სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი

Subscribe to our news

Get the main news of the day