2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში $3 მილიარდის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით #1 ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს, რამაც წლის პირველ ნახევარში 990 მილიონ დოლარს მიაღწია, შესაბამისად ვაჭრობის ერთი მესამედი სწორედ ავტომობილებზე მოდის. წლიურად კი მისი ექსპორტი 267%-ით არის გაზრდილი.
$341 მილიონით მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც წლიურ ჭრილში 36%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ გაზრდილია ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა დასახელებების საქონლის ექსპორტი. ტოპ 1- პროდუქტის შესახებ ჩამონათვალს გრაფიკაზე ხედავთ.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია.
რაც შეეხება ევროკავშირს, მასში ექსპორტი შემცირებულია, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში 432 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტმა მხოლოდ $398 მილიონი დოლარი შეადგინა.
სტუმარი: გვანცა მელაძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი;