Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში 2016 წლის საუკეთესო ფერმერთა ასოციაციად დასახელდა

58bc13e2413b6
BM.GE
05.03.17 17:33
1020
"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში 2016 წლის საუკეთესო ფერმერთა ასოციაციად დასახელდა. The Best Rural Advisory Services providers in Central Asia and the Caucasus in 2016-ის ჯილდო ასოციაციას რეგიონულმა ჟიურიმ გადასცა, რომელშიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო ასოციაციები შედიან.

კონკურსის მიზანია: სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სერვისების იდენტიფიკაცია და გავრცელება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში; ასევე ამ მიმართულებით ინდივუდუალური აგენტების დაკავშირება და გამოცდილების გაცვლა, სასოფლო-სამეურნეო სექტორის გააქტიურება.

ყოველწლიურ კონკურსს აწყობენ შემდეგი ორგანიზაციები: Central Asia and the Caucasus Forum for Rural Advisory Services (CAC-FRAS); Central Asia and the Caucasus Association of Agricultural Research Institutions (CACAARI); International Center for Agricultural Research in Dry Areas (ICARDA);
Green Business Innovation Co.Ltd.

Subscribe to our news

Get the main news of the day