Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს გაწევრიანება ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში

BM.GE
10.05.22 11:07
259
გასული თვის მიწურულს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების შესახებ იყო მსჯელობა, რაც საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრებისთვის და საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. 

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე; გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს; გამარტივებული სერვისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია, თუ გავითვალისწინებთ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციებს. 

ერთიანი ევრო გადახდის სივრცე (SEPA) აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს, ბიზნესს და საჯარო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, განახორციელოს საკრედიტო გადარიცხვები და პირდაპირი დებეტები იმავე ძირითადი პირობებით და იგივე უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, მიუხედავად მათი მდებარეობისა ეროვნულ საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ. 

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გარდა, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაერთიანებულია ევროპის შემდეგი სახელმწიფოები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ანდორა, მონაკო, სან მარინო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ვატიკანი. რა გვჭირდება ჩვენს ამ სიაში მოსახვედრად და ყველა იმ უპირატესობის გამოყენებისათვის რასაც სისტემა ქმნის? 

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო", ხელმძღვანელი;


Subscribe to our news

Get the main news of the day