Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ

59c4b67314f93
BM.GE
22.09.17 11:05
753
ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში სტუმრობენ. 22-30 სექტემბრის ჩათვლით ისინი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლიან.

ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები 1 კვირის განმავლობაში ლოკაციების შესარჩევად ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს დაათვალიერებენ. ამერიკელ მენეჯერებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა : „Pretty women“, „The Princess Diaries“, „Miss Congeniality“, „27 Dresses“, "Shutter Island“, "The Aviator“, "Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull . 

"გადაიღე საქართველოში" პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთერთი კომპონენტია, ამერიკულ დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებს და არსებულ ინფრასტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც სააგენტოში შემოსული 9 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 15, 182 მლნ ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day