საქართველოს ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს წარმომადგენლები ეწვევიან
BM.GE
28.10.16 16:29
• 1118
დელეგაციას ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილე, ქ-ნი დია ნატალისა უხელმძღვანელებს. აღნიშნული ვიზიტის მიზანს საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების საკითხებში გამოცდილების გაზიარება და საჯარო სერვისების განვითარების სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაცნობა წარმოადგენს. ინდონეზიური მხარისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საქართველოს მაგალითზე, “მსოფლიო ბანკის” “ბიზნესის კეთების” რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესებაა. ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს და ინდონეზიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგმომ გაღმავებასა და განვითარებაში. ინდონეზიური დელეგაციის ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) და ინდონეზიის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო სტუმრებისთვის პრეზენტაციას ჩაატარებს ინვესტიციების ხელშეწყობის და ბიზნესის კეთების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე. საქართველოს გარდა, ინდონეზიელი დელეგატები თურქეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან.