Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ჰოსპიტალურ სექტორში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

58b41875e87a3
ელენე გოგბერაშვილი
27.02.17 16:12
1152
"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ჰოსპიტალურ სექტორში წელს რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, წელს ორი ახალი ჰოსპიტალი გაიხსნება, რომელზეც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 50 მილიონ დოლარს დახარჯავს.

"ბოლო წლებია ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორები ვართ ქვეყანაში. წელს ორ ჰოსპიტალს ვხსნით ქვეყანაში, სადაც 2500 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის მოცულობა 50 მილიონი დოლარია. ერთი თებერვალში გაიხსნება, მეორე წლის ბოლომდე. აქტიურად ვვითარდებით ასევე ფარმაციის სექტორში. აქაც საინტერესო გეგმები გვაქვს", - განუცხადა ნიკა გამყრელიძემ "ბიზნესკონტრაქტს".

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ "სამედიცინო კორპორაცია ევექსს„ და სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ს მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day