Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ფარმადეპოს შესყიდვის პროცესი დაასრულა

586f54acf1028
BM.GE
06.01.17 12:24
1102
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ფარმადეპოს შესყიდვის პროცესი დაასრულა. საქართველოში სიდიდთ მეოთხე სააფთიაქო ქსელის (ეი ბი სი ფარმაცია) შესყიდვით ევექსი ყველაზე მსხვილი სააფთაქო ქსელის შექმნას გეგმავს.

„მოხარული ვარ განვაცხადო საერთო გარიგების დასრულების შესახებ. ეს გააძლიერებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის პოზიციებს, როგორც ლიდერისას ქართულ სააფთიაქო ბაზარზე“, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფარმადეპოს 100%-იანი წილის შესყიდვაზე GPC-ის ნებართვა კონკურენციის სააგენტომ უკვე მისცა. რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ფარმადეპო იქნება, კერძოდ კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე.

GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელი იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day