Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ჯანდაცვის სისტემით მსოფლიოში 96-ე ადგილი უკავია - მსოფლიოს ქვეყნები საუკეთესო ჯანდაცვის სისტემით

58934ad778984
BM.GE
02.02.17 19:01
1215
ბრიტანულმა The Legatum Institute-მა კეთილდღეობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადსხვა ქვენები 104 ცვლადით არის შეფასებული. რეიტინგის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მოსახლეობის ჯანმრთელობაა, რომელიც სამი კომპონენტით იზომება: მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და პრევენციულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

რეიტინგში მოხვდა საქართველოც, რომელიც 84-ე პოზიციაზეა, ხოლო ჯანდაცვის სისტემით კი 96-ზე.

საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ათეული კი შემდეგია:

10. გერმანია - ქვეყანში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 81 წელია.
9. ისრაელი - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ისრაელს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს რეიტინგში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი ქვეანაში 82 წელს შეადგენს.
8. ავსტრალაი - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 82,8 წელი
7. ჰონგ-კონგი - 2012 წელს ჰონგ-კონგში მცხოვრებ ქალებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჰქონდათ.
6. შვედეთი - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივოთ შვედეთს მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია და ის 80 წელს შეადგენს.
5. ნიდერლანდები - 2015 წელს ქვეყანამ ევროპის ჯანდაცვის ინდექსში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1000 ქულიდან 916 მიიღო.
4. იაპონია - ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 83,7 წელს შეადგენს.
3. შვეიცარია - ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ყველა მოქალაქის სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს.
2. სინგაპური - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83,1 წელი.
1. ლუქსემბურგი - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელი.

რაც შეეხება რეიტინგის სხვა კრიტერიუმებს, ეკონომიკის ხარისხის კრიტერიუმში საქართველოს 94-ე ადგილი უკავია, - აღნიშნული კრიტერიუმში შედის ეკონომიკის ღიაობა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური შესაძლებლობები და ფინანსური სექტორის ეფექტურობა. ბიზნეს გარემოს კრიტერუმში საქართველოს 66-ე ადგილი აქვს. მთავრობის ეფექტურობისა და კანონის უზენაესობის კრიტერიუმში საქართველოს 54-ე ადგილი აქვს. 54-ე ადგილს ვიკავებთ განათლების კრიტერიუმშიც. უსაფრთხოების ინდიკატორში საქართველოს 78-ე პოზიცია უკავია, ხოლო პერსონალური თავისუფლების ინდექსში 79-ე. ყველაზე ცუდი შედეგები საქართველოს სოციალური კაპიტალის ინდიკატორში აქვს, - ამ კუთხით საქართველომ 139-ე პოზიცია დაიკავა და ის ზომავს სხვადსხვა ქვეყნებში სოციალურ ნორმებს, საზოგადოებრივ ჩართულობას და სოციალური ქსელების მხარდაჭერას. საქართველო 124-ე ადგილს იკავებს გარემოს დაცვის ინდიკატორში.

რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 149 ქვეყანა შედის.



Subscribe to our news

Get the main news of the day