Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს ლატარიის კომპანია" დღეს ლოტოს ბოლოჯერ გაათამაშებს

59a8264323023
BM.GE
01.09.17 10:00
1757
დღეს, 1 სექტემბერს "საქართველოს ლატარიის კომპანია" გათამაშებებს შეწყვეტს. ლოტოს 796-ე, ბოლო გათამაშება, დღეს გაიმართება და კომპანია სარეზერვო ფონდში არსებულ თანხებს სრულად გაათამაშებს.

კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ჯეკპოტი მილიონ 79 ათასი ლარია.

მონაწილეებს 796-ე გათამაშებისთვის ბილეთების შეძენა 29 აგვისტოს, ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ ონლაინ - ebetting.ge-ს საშუალებით შეუძლიათ, ხოლო 30 აგვისტოდან - ყველა გაყიდვის ობიექტზე, სადაც ლატარიის კომპანიის მანიშნებელია განთავსებული. „ლოტო 6/36"-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1-ლი სექტემბრის საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ პირველი სექტემბრის შემდეგ საქართველოში ლატარიას კომპანია "ჯი ენ ელი" ჩაატარებს. აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში.

კომპანია "ჯი ენ ელ"-ის დირექტორი ლევან ხუნდაძეა. მის 25%-ს სააქციო საზოგადოება "New Games, ბულგარეთი" ფლობს. კომპანია 2016 წელსაა რეგისტრირებული.
საქართველოში ლატარიის ორგანიზება-ჩატარების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ ტენდერი 2016 წლის 12 დეკემბერს გაიმართა.

"საქართველოს ლატარიის კომპანიამ" ლატარიის ჩატარების 10-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2009 წელს მიიღო. თუმცა კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მას 200-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day