Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს მოსახლეობა გონიერია და ხვდება რომ ამერიკის მიერ მართული დოლარი უფრო სანდოა, ვიდრე ლარი"

579762d632152
BM.GE
26.07.16 17:14
1389
"დედოლარიზაციისთვის ბრძოლა არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ ახალი პოლიტიკური ცენტის „გირჩი“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ხელისუფლებას დოლარიზაციის შემცირება, საკუთარი ბერკეტების გაძლიერებისთვის სურს, რაც მოსახლეობაზე დადებითად არ აისახება.

"რაც მეტი ლარიზაცია მოხდება, მით მეტი ინსტრუმენტი და ბერკეტი იქნება ხელისუფლების ხელში, იმისთვის რომ ჩაერიონ მონეტარული პოლიტიკის ინსტრიმენტებში. საქართველოს მოსახლეობა არის გონიერი და ხვდება, რომ გაცილებით სანდრო არის დოლარი, ამიტომ არის მაღალი დოლარიზაცია ქვეყანაში.

საქართველოს მოსახლეობა იმდენად გონიერია, რომ ხვდება რომ ამერიკის ხელისუფლების მიერ მართული დოლარი არის უფრო სანდო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების და ეროვნული ბანკის მიერ მართული ლარი, - ეს არის სწორი“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თავისუფლება აირჩიოს ის ვალუტა, რომელიც მათთვის უფრო მისაღებია.

"იმის გამო რომ საქართველოს ეკონომიკა არის დოლარიზებული მთავრობის და ეროვნული ბანკის ბერკეტები არის შედარებით სუსტი, მათ სურთ რომ საქართველოს მოსახლეობა მეტად იყოს ლარზე დამოკიდებული და შესაბამისად მათ გადაწყვეტილებებზე.

დედოლარიზაციისთვის ბრძოლა არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების ნაკლები კეთილდღეობით დასრულდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day