Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს მოსახლეობის 70%- ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს

BM.GE
01.02.18 17:23
1019
საქართველოს მოსახლეობის 83% საბანკო მომსახურებების გაციფრულებას მხარს უჭერს. კვლევის პიზიტიურმა შედეგემა თავად მასტერქარდის წარმომადგენლებიც გააკვირვა. მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი სმარტფონით თანხის გადახდაზე, ვიდრე ევროპაში. კვლევამ, რომელიც მასტერქარდმა ჩაატარა, აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 74%-სთვის მობილური ტელეფონი ანგარიშსწორების ყველაზე სასურველი მოწყობილობაა, მაშინ როდესაც ევროპაში ეს რიცხვი მოსახლეობოს 60%-ს არ აღემატება. კვლევამ ასე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 85%-ი საბანკო სერვისების დიჯითალოზაციას, ანუ გაციფრულებას ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრულ მომსახურებებსა და ტექნოლოგიებს უკვე ფლობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day