Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია" კონკურენციის სააგენტოსთვის უფლებამოსილებების გაზრდას ითხოვს

57fb434d00e9f
სალომე მეცხვარიშვილი
10.10.16 12:20
1165
"საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის" წევრი კონკურენციის სააგენტოსთვის უფლებამოსილებების გაზრდას ითხოვს. როგორც ფედერაციის წევრმა და კომპანიის BB Legal-ის ხელმძღვანელმა პაატა ხოტენაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, კონკურენციის სააგენტოს ეფექტურად მუშაობისთვის შესაბამისი ნორმატიული ბაზა არ აქვს.

ზურაბ ხოტენაშვილის თქმით, პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი არ აქვთ, ამავდროულად, თუ საქმე სასამართლოში ინაცვლებს, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩერდება.

"სანამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება კონკრეტული ბიზნესსუბიექტების მხრიდან კანონის დარღვევების შესახებ ძალაში შევა, ამას თან ახლავს სასამართლოს ფილტრი, რომელიც შეიძლება იყოს 3-წლიანი. გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ნებისმიერი სუბიექტი, შეჩერდება გადაწყვეტილების აღსრულება და 3 წლის განმავლობაში ყველაფერი დარჩება ისევ ისე, როგორც იყო მანამდე", - აცხადებს ზურაბ ხოტენაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია, კანონმდებლობის ცვლილება. ხოტენაშვილი ამბოსბ, რომ მაგალითად, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის მსგავსად კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება აღსრულდეს და შემდეგ გადაინაცვლოს საქმემ სასამართლოში.

Subscribe to our news

Get the main news of the day