Home
Category
TV Live Menu

საქართველოს პოზიცია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში

58e3a6ff9235d
ნინო კვინტრაძე
04.04.17 18:00
912
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ნავარაუდები 2,9%-ის ნაცვლად 2,7%-იანი ზრდა აჩვენა, საერთაშორისო საკრედტიო სააგენტო Fitch-ი 2017 წელს ქვეყანაში ზრდის უკეთეს პერსპექტივებს ხედავს. სუსტი საგარეო ფინანსური ინდიკატორები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაღალი საგარეო ვალი და პოლიტიკური მდგრადობა, - სწორედ ამ და სხვა ინდიკატორებს აფასებენ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები ქვეყნის სუვერენული რეიტინგის შედგენისას და ინვესტორებს ფაქტიურად ყველა იმ ინსტიტუტის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რომელიც სტაბილური ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარებისთვისაა საჭირო.

"საკრედიტო რეიტინგები ერთნაირად მნიშვნელოვანია ბაზრის ყველა მოთამაშისთვის. რეიტინგი ესაა საკედიტო სააგენტოს შეხედულება რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ბანკებისთვის, ასევე მთავრობისთვის. მაგრამ ეს არის დამოკიდებული შეხედულება, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია გაერთიანებებისთვის და ემიტენტის გამცემის ორგანიზაციებისთვის. მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რადგან ისინი არიან ძირითადი დაინტერესებული მხარე, იმისთვის რომ უკეთ გაიცნონ კომპანია თუ ქვეყანა და შეადარონ ის როგორც ადგილობრივ ასევე რეგიონალურ მოთამაშეებს. ესაა რის გამოც ბანკები, თუ მთავრობები იღებენ S&P-ის რეიტინგებს. ჩვენ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი კომპანია ვართ და საკრედიტო შეფასებებს უკვე 100 წელზე მეტია ვიძლევით“, - ამბობს „საქმის კურსთან“ საუბარში S&P-ის რეგიონალური ოფისის უფროსი ელენა ელისეენკო.

როგორც Global Investment Advisors-ის პრეზიდენტი როჯერ პოლ ნაი „საქმის კურსთან“ საუბარში განმარტავს, ამჯერად შეიმჩნევა გარვეული ტიპის გაურკვევლობა კომპანიებსა და საშუალო ზომის ბანკებს შორის იმასთან დაკავშირებით თუ რა არის საკრედიტო რეიტინგები, რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი და რაში უნდა გამოიყენონ ის.

„მთავრობამ უნდა დაადასტუროს რომ ის განათლებას აძლევს მოსახლეობას, ფინანსური ბაზრის სწორედ ამ სეგმენტზე“.

საბანკო სექტორი აქტიურად ხვდება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ყურადღების ცენტრში. ჯერ კიდევ შემოდგომაზე ფინანსურ ბაზარზე ორი მოთამაშის „საქართველოს ბანკისა“ და "თიბისი ბანკის“ დომინანტობა კონკურენციის და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის ბარიერად შეაფასა Fitch-მა. მაშინ სარეიტინგო სააგენტოს წარმომადგენელი გაზეთ „ფაინანშელთან“ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ფინანსურად ძლიერი, უცხოელი აქციონერებით დაკომპლექტებული ბანკების არსებობა ბაზარზე სექტორის ფინანსური სტაბილურობისთვის პოზიტიურია. თუმცა უცხოელი მოთამაშის, Societe Generale-ის საქართველოს ბაზრიდან გასვლის ეფექტი ლიმიტირებული, რადგან ის მის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს. კომერციული ბანკების რეიტინგი მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის რეიტინგზეც და მისი ერთ-ერთი მსხვილი ინდიკატორია.

მიუხედავად მაღალი დედოლარიზაციისა და ლარის გაუფასრებისა, ქართული ბანკების საკრედიტო რეიტინგები სტაბილური და განვითარებადია.

"საქართველოს საბანკო სექტორი არაა განვითარებადი, - ის უკვე განვითარებულია. საქართველოში საბანკო სექტორი ძლიერი, კარგად რეგულირებული და ასევე კაგად კაპიტალიზირებულია. ქართულმა საბანკო სექტორმა იცის თუ რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის რომ გახდეს მომგებიანი და სანდო, კლიენტები კი მათ ენდობოდნენ. მოსახლეობამ დეპოზტების ბანკში განთავსებისას უნდა იცოდეს რომ ის დაცული იქნება. საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სექტორია. შედეგად კი ინვესტორები თავს დაცულად გრძნობენ“, - ამბობს როჯერ პოლ ნაი.

საგარეო შოკი და ლარის გაუფასურება - ის ორი ძირითადი ინდიკატორია რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ხვდება სარეიტინგო სააგენტოების ყურადღების ცენტრში და რისკად მიიჩნევა, როგორც ბანკებისთვის ასევე ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის. ასე მაგალიტად, S&P-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ რეიტინგში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის რისკია ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების შესაძლო არამდგრადობა ვალუტის რყევის შემთხვევაში. Fitch-ის მიერ საქართველოს რკინიგზისთვის შემცირებული რეიტინგი კი ტვირთბრუნვის შემცირებას უკავშირდება. Fitch აღნიშნავს, რომ 2016 წლის 9 თვეში რკინიგზის ტვირთბრუნვა 21% -ით, შემოსავლები კი 25%-ით შემცირდა.

"ლარის გაუფასურების პრობლემას ვერ მოაგვარებთ. ქართული ლარი არის ვექტორი, იმის თუ რა ხდება მსოფლიოში, ევროპაში, რუსეთში, თურქეთში, - და თუ ამ ქვეყნებში პრობლემაა ის ისახება საქართველოზეც. ლარის გაუფასურების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა ინფლაცია დაბალ ნიშნულზე უნდა შეინარჩუნოს. ეს ლარსაც დაეხმარება თავისი ღირებულების შენარჩუნებაში. ის რომ სესხების უმეტესობა დოლარშია პრობლემაა. ეს პრობლემაა ყველასთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის. როდესაც ქართული ლარი უფასურდება, დოლარის სესხის დასაფარად მეტი ლარი გვჭირდება, რაც მოსახლეობასაც აწვება. ეს არაა კარგი არც მსესხებლისთვის და არც საქართველოს ეკონომიკისთვის. მაღალი დოლარიზაცია ეკონომიკისთვის ის საკითხია რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუმცა მთავრობის ხელებიც აქვს შეკრული, ამტომ მთავარია რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს".

Moody’s-ის ყოფილი ანალიტიკოსი როჯერ პოლ ნაი დღეს საქართველოს მთავარ გამოწვევებად, კვლავ რეფორმების გატარებას ასახელებს, - მისი თქმით, უნდა გაუმჯობესდეს სამართლებრივი და რეგულოტორული სისტემა და შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც კაპიტალდაბანდება, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის უსაფრთხო იქნება.

"საქართველოს 10 წელზე მეტია ვაკვირდები, ენთუზიაზმი საქართველოში ინვესტირების კუთხით იზრდება. საქართველოს მიმართ ინტერესი ცალსახად მზარდია. ამიტომაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეიქმნება მეტი შესაძლებლობა, როგორც უცხოელი ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. მთავარი გამოწვევა ჩემი აზრით, სამართლებრივი და რეგულატორული გარემოს გაუმჯობესებაა იმისთვის, რომ ინვესტორებმა თავი მეტად დაცულად იგრძნონ, და საქართველოში ინვესტირება იყოს მეტად დამაჯერებელი. კარგი ამბავი არის ის, რომ მთავრობას ესმის და იგებს ამას. ამიტომაც ცდილობს განახორციელოს ცვლილებები. საქართველო რეფორმების გატრების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ქვეყანა იყო რამდენიმე წლის წინ. ამიტომ ვთვლი რომ ქვეყანაში სწორი ნაბიჯები იდგმება. ინვესტორებს სჭირდებათ დარწმუნება, რომ თანხა, რომელსაც ისინი აბანდებენ იქნება დაცული და უსაფრთხო. მათ უნდა იცოდნენ რომ ქვეყანაში არ აქვს ადგილი კორუფციას და კონფისკაციას. ინვესტორებს სჭირდებათ ნათელი სურათი, თუ რა ელოდებათ და რასთან აქვთ საქმე“. - ამბობს როჯერ ნაი

Subscribe to our news

Get the main news of the day