Home
Category
TV Live Menu

საქართველოს პოზიციები კიბერ უსაფრთხოების რეიტინგებში

59b236eea766c
BM.GE
08.09.17 10:18
829
საქართველო e-Governance Academy-ის ნაციონალურ კიბერ უსაფრთხოების ინდექსს შეუერთდა და მეორე ადგილი დაიკავა.

ინდექსი 5 კრიტერიუმით დგება, - ეროვნული კიბერ უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობა; კიბერ საფრთხეების ანალიზი; ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; ელექტრონული სერვისების უსაფრთხოების დაცვა და კიბერ დანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობა .

რეიტინგში ჯამში 29 ქვეყანა შედის, საქართველოზე წინ კი მხოლოდ ჩეხეთია.
საქართველოს სარეიტინგო ქულა 65.66-ია, მისი წინამორბედის კი 72.73.

NCSI (National Cyber Security Index) აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 43,1%-ს აქვს. ICT Development Index-ში კი გასულ წელს ქვეყანას 72-ე ადგილი ეკავა. Networked Readiness Index -ში საქართველო 58-ე ადგილზეა, ხოლო Global Cybersecurity Index -ში წელს საქართველომ მერვე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ლიტვა, მეოთხეს კი ბელორუსი. ხუთეულში მოხვდა უკრაინა, რომელსაც ერთი საფეხურით ჩამორჩება მოლდოვა. ათეულში შედის ლატვია, ავსტრალია, კანადა და ნორვეგია.

Subscribe to our news

Get the main news of the day