Home
Category
TV Live Menu

საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში

5879c155009a3
მარიამ ადამია
14.01.17 10:06
1023
საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგად გამოსახული სხვადასხვა მაჩენებლით, ჩვენ შეგვიძლია ნაწილობრივ მაინც დავასკვნათ, თუ რამდენად შედეგიანი იყო 2016 წელი. რეიტინგებში გამოსახული პროგრესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობის დროს, რადგან მათი დაინტერესება და მოხიბვლა ასე გაცილებით მარტივი ხდება.

Doing Business-ის, მიხედვით, საქართველომ გასულ წელს მდგომარეობა შვიდი პოზიციით გაიუმჯობესა და 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. პროგრესის მიზეზად მთავრობის მიერ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული 5 ძირითადი რეფორმა დასახელდა.

თუმცა ბიზნესის კეთების ინდექსში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჩვენზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ყაზახეთმა აჩვენა და საქართველო პირველ ათეულშიც კი სახელდება სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, მაგალითად: ქონების რეგისტრაციის კუთხით მესამე პოზიციაზე ვართ, კრედიტების მიღებითა და მონეტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვით- მეშვიდეზე, ხოლო ბიზნესის დაწყებისა და მშენებლობის ნებართვის თვალსაზრისით მერვე პოზიციაზე გადავინაცვლეთ.

 რეიტინგს აქვეყნებს, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსიც, სადაც საქართველომ პროგრესი შვიდი საფეხურით განიცადა და 59 საპატიო ადგილზეც გადაინაცვლა. 2016-2017 წლის კვლევა სულ 138 ქვეყანას მოიცავს და თუკი საქართველოს რეიტინგს სხვა ქვეყნებს შევადარებთ, დაასხლოებით ასეთ სურათს ვიღებთ: პირველ ადგილს  შვეიცარია იკავებს, ესტონეთი -30-ე, ლიტვა-35-ე, მეზობელი აზერბაიჯანი და რუსეთი 37-ე- და 43-ე პოზიციებზე ინაცვლებენ. 49-ე ადგილზეა ლიტვა, თურქეთი კი 59-ე.  „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ჩამონათვალში, საქართველომ 72,3 ქულა აიღო, რითაც უმეტესად თავისუფალი ქვეყნების კალათაში მოხვდა.  22-ე ადგილიდან საქართველოს ერთი ნაბიჯით ჩამოქვეითება, ძირითადად ბიზნესის თავისუფლებისა და მონეტარული პოლიტიკის თავისუფლების პარამეტრში განცდილი რეგრესის ბრალია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ რეიტინგში, საქართველოზე უარესი მაჩვენებელი დააფიქსირა ლიტვამ, სომხეთმა და უკრაინამაც. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრის ტენდენციებზე გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, 2011-14 წლებში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში ყოველწლიურად მცირდებოდა. 

Subscribe to our news

Get the main news of the day