Home
Category
TV Live Menu

საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

58a8262dbeed7
BM.GE
18.02.17 14:45
1016
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს (Mike Pence) შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

მაიკ პენსმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

Subscribe to our news

Get the main news of the day