Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს რკინიგზა":"კრიზისულმა სიტუაციამ, რომელიც რეგიონშია, ცხადია, ნეგატიური ასახვა ჰპოვა ჩვენს სატვირთო გადაზიდვებზე"

58e9ff29e5e51
BM.GE
09.04.17 14:00
753
ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობა 5 მილიონი ლარი დაჯდება. აღნიშნულ თანხას საქართველოს რკინიგზა დაფარავს. პროექტი 3 კილომეტრიანი გამჭოლი სარკინიგზო ხაზის და სადგურის აშენებას ითვალისწინებს, სადაც დასავლეთისკენ მიმავალი და პირიქით მარშრუტზე მოძრავი ყველა მატარებელი გაჩერდება, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია საუბრობს.

-ბატონო დაჩი, უპირველესად რას ველოდებით აღნიშნული ინვესტიციის შედეგად?

-ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის და როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. ეს ძალიან საინტერესო კვეთაა სარკინიგზო და საავიაციო ხაზებისა. ეს სივრცითი განვითარების იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც მთავრობამ დააანონსა. პროექტი ყველას გაუადვილებს ქუთაისის აეროპორტში მოხვედრას. ქუთაისის აეროპორტის მზარდი მნიშვნელობის შესახებ ყველასთვის ცნობილია. ინტერესი აეროპორტის მიმართ ყოველდღიურად იზრდება და ეს ბუნებრივიც არის და არც მიკვირს, რადგან იქიდან ძალიან საინტერესო ფრენები ხორციელდება. უმნიშვნელოვანესია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვა, რაც ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო გაზრდის. თებერვლის თვე თითქმის 20 ათასი მგზავრით დახურა ქუთაისის აეროპორტმა, მითუმეტეს, რომ ეს არც თუ ისეთი ტურისტული პერიოდია. ასეთი დიდი რაოდენობის ტურისტული ნაკადი კი ჩვენთვის იმედისმომცემია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი გაამართლებს.

-საქართველოს რკინიგზისთვის რატომ შეიძლება მომგებიანი იყოს რკინიგზისა და აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირება?

-საქართველოს რკინიგზა ორიენტირებულია მგზავრთა უკეთესი კომფორტის შექმნაზე. გასულ წელს ახალი შვეიცარიული მატარებელი შემოვიყვანეთ, სულ ასეთი 4 მატარებელია. ისინი ძალიან კომფორტული და მაღალი დონის მატარებლებია და ეს ევროპის ლიდერი ქვეყნების ფუფუნებაა. ამწუთას რომ ჩავიდეთ საფრანგეთში, შვეიცარიაში ან ნიდერლანდებში მგზავრებს ანალოგიური მატარებლები ემსახურება. მიხარია, რომ ასეთი მაღალი კლასის და სტანდარტის მატარებლების შემოყვანა შევძელით და შვეიცარიული სტანდარტი დავნერგეთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის ამ ნაწილში. სწორედ ამის გაგრძელებაა ეს პროექტი.

-კონკურენტუნარიანობის ზრდის თვალსაზრისით თუ შეიძლება ეს პროექტი სტიმული გახდეს?

-ეს აბსოლუტურად სხვადასხვა თემებია. ეს სამგზავრო მიმართულებაა, დოტაციური ნაწილია, რადგან სამგზავრო ნაწილი თავის თავს ვერ აფინანსებს. ჩვენ სწორედ სამგზავრო გადაზიდვებიდან ვაკომპენსირებთ ჩვენ სამგზავრო გადაყვანებს. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მეორესთან დაკავშირებული არ არის, რადან ტვირთის ნაწილი და ტვირთის ოპერირება აბსოლუტურად განსახვავებული მიმართულებებია. ბოლო პერიოდში ძალიან საიმედო თვეები გვქონდა, გარკვეული მატება შეინიშნება ამ თვალსაზრისით. საერთო კრიზისულმა სიტუაციამ, რომელიც რეგიონშია ცხადია, ნეგატიური ასახვა ჰპოვა ჩვენს სატვირთო გადაზიდვებზე. გარდა ამისა, სხვა პრობლემებიც იყო. მაგალითად, ერთ-ერთ საბადოზე კასპიის აუზში ავარიული შემთხვევა მოხდა. ჩვენ თურქმენული ნავთობი წამოვიღეთ, უკვე ეს მიმართულებაც ამოქმედდა და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, თუმცა აღნიშნული მიმართულება, რომელიც ახლა დავძარით - კოპიტნარის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია.

Subscribe to our news

Get the main news of the day