Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს რომელ ქალაქებში ძვირდება უძრავი ქონება?

BM.GE
27.02.23 11:11
115
2022 წელს თბილისის და ბათუმის გარდა, უძრავი ქონების ფასი საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაძვირდა. როგორც თიბისი კაპიტალში აცხადებენ, ყველაზე დიდი ზრდა წლიურად ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში და გორში დაფიქსირდა. თუკი თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე 1 070, ბათუმში კი 930$-ია, ზუგდიდის და თელავის შემთხვევაში 700$-ს, ქუთაისსა და რუსთავში კი 600$-ის ფარგლებში მერყეობს. 

თიბისი კაპიტალში განმარტავენ, რომ ზუგდიდში და თელავში მაღალ ფასს ბაზრის მცირე ზომა განაპირობებს, სადაც პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ერთეული პროექტებიც კი საშუალო ფასს ზრდის. რაც შეეხება მოთხოვნას, ხსენებულ ქალაქებში მოთხოვნა 2022 წელს 10-დან 20%-ის ფარგლებში გაიზარდა. 


ვინ და რა მიზნით ყიდულობს უძრავ ქონებას რეგიონებში და როგორია ბიზნესის დაინტერესება?

სტუმრები: გიორგი მჟავანაძე - "თიბისი კაპიტალის" უფროსი ასოცირებული მკვლევარი;
ნუცა აბრამიშვილი - “შუხმან ჯგუფი” დირექტორი;
დავით გრიგოლაშვილი - ინვესტორი;
ბექა ბულია - “ვივა დეველოპმენტი” გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day