"2017 წლის ბოლომდე ბელარუსთან ვაჭრობის მოცულობა უნდა გავზარდოთ 200 მილიონ დოლარამდე", - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენის გახსნისას განაცხადა. რა მიმართულებით გეგმავს ორი ქვეყნის მთავრობა სავაჭრო ურთიერთობების გაზრდას და რა სფეროებით ინტერესდება ბელარუსი საქართველოში, - გთავაზობთ ინტერვიუს ბელარუსის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსთან.
- ბელარუსსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რა ნაბიჯების გადადგმა მიგაჩნიათ საჭირო?
- გეტყვით რომ ჩვენ შევცვალეთ მიდგომის ეგრეთწოდებული „ფორმულა“. ჩვენ აღარ ვიმოქმედებთ მარტივი - იყიდე, გაყიდე - პრინციპით, ისე როგორც აქამდე ვიქცეოდით. ამ შემთხვევაში ხომ ერთი მხარე ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება ძვირად გაყუიდოს თავისი პროდუქცია, მეორე კი შეძლებისდაგვარად ვაჭრობს მასთან. ვფიქრობ რომ ეს მიდგომა არასწორია. ამის სანაცვლოდ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ერთმანეთის ტერიტორიები და ბაზები, მით უფრო რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ძირითადი მიმართულებებით არსად არ იკვეთებიან, პირიქით ისინი ავსებენ ერთმანეთს. მაგალითად მეღვინეობა - ჩვენ ყურძენი არ გვაქვს, თუმცა ვაწარმოებთ ღვინოსაც და კონიაკსაც. მაგრამ თუ ვისაუბრებთ ელიტური სახეობების ღვინის წარმოებაზე, რასაკვირველია ეს იმ ქვეყანამ უნდა გააკეთოს , ვისაც ასეთი ტიპის ღვინის წარმოების გამოცდილება უკვე აქვს. საშუალო დონის ღვინის წარმოებას რაც შეეხება, რასაკვირველია საქართველოს ყოველთვის შეუძლია გამოიყენოს ბელარუსის ტერიტორია, და შემდეგ მოამარაგოს როგორც ბელარუსი ასევე ევრაზიული კავშირის ქვეყნები. ანალოგიურადაა ჩვენ შემთხვევაშიც, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გარკვეული სახის პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე. აი მაგალითად ტრაქტორების ქარხანა , სადაც ბაღის ტრაქტორებს ვაწარმოებთ, ჩვენ განვსაზღვრეთ თუ რა სიმძლავრის ტრაქტორები არის საჭირო, კონკრეტულად კი 15 ცხენის ძალიდან 65 ცხენის ძალამდე სიმძალვრის ტრაქტორების წარმოებას საქართველოში ჩვენ უკვე დავიწყებთ, შემდეგ კი ჩვენს პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად აზერბაიჯანში გავიტანთ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ლოჯისტიკური ცენტრები, ვუზრუნველყოთ მომსახურება და ა.შ. გეტყვით იმასაც რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად შევქმენით ბიზნეს -თანამშორმლობის საბჭო, რათა სწორედ ბიზნეს სექტორისგან გავიგოთ რა უშლის ყველაზე მეტად ჩვენი ორი ქვეყნის უკეთ თანამშრომლობას ხელს და რა მიმართულებით უნდა გააუმჯობესოს ხელისუფლებამ მუშაობა. აი მაგალითად სულ რაღაც 2 დღიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩვენ ოთხი პრობლემა რომელიც ბელარუსსაც და საქართველოსაც აწუხებდა უკვე გადავჭერით: ერთერთი ეხებოდა ავტოსატრანსპორტო სფეროს, ასევე შევეხეთ გეოგრაფიული დასახელებების პრობლემასაც, რადგან ხშირი იყო შემთხვევები როდესაც ბოროტად ხდებოდა ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიული დასახელების გამოყენება პროდუქციის წამროებისა და რეალიზაციის დროს, ამიტომ შევთანხმდით რომ ორივე მხარე უფრო მკაცრად გავაკონტროლებთ ამ საკითხს. სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს გეტყვით რომ რეგიონული შეხვედრებიც ბევრი შედგა თქვენი პრემიერ მინისტრისა და ვიცე პრემიერი დახმარებით, ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ისე ბელარუსის ბიზნესის წამრომადგენლებიც და ისინი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ამას ისიც მოწმობს რომ 2016 წლის ბოლომდე ბელარუსის მხრიდან 100 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელება უკვე გაწერილია.
- ბელარუსში სოფლის მეურნეობის დარგი განვითარების მაღალ საფეხურზეა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის მრეწველობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა, სადაც საუბარი იყო ასევე ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. თქვენ როგორ ხედავთ ამ საწარმოების შემქნის პერსპექტივას ?
- როგორც აღნიშნეთ მემორანდუმი უკვე არსებობს და ძალიან კარგია რომ სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროა ჩართული ამ პროცესებში. მნიშვნელოვანი ის კი არაა რომ ტრაქტორი დაამზადო მხოლოდ, არამედ აუცილებელია რომ ტექნოლოგიაც შეიმუშავო.მხოლოდ ტრაქტორი არავის სჭირდება, კულტივატორი, სატვირთო ტექნიკა, თოვლსაწმენდი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთად არის საჭირო იმისთვის რომ სრულფასოვანი პროდუქცია და მომსახურება შესთავაზო მომხმარებელს, ამ შემთხვევაში გლეხს. აღნიშნული მემორანდუმი იძლევა ამ ყველაფრის წამროებისა და ორგანიზების საშუალებას საქართველოში. აუცილებლად შევთავაზებთ მომსახურებასაც . ის რისი გაკეთებაც შეიძლება საქართველოში, რასაკვირველია ვაწარმოებთ საქართველოში.
თბილისის მერიამ უკვე მოახდინა ლიფტების სრული ინვენტარიზაცია, აღწერა თუ რამდენი მათგანი საჭიროებს შეკეთებას. გეტყვით რომ ჩვენ სულ მალე დავიწყებთ ლიფტების წარმოებას საქართველოში. აი წამროიდგინეთ ადამიანი რომელიც მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, დღეს ლიფტი გაფუჭდა ხვალ კი უკვე ახლის დამონტაჟება იქნება შესაძლებელი. ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ტექნიკური დახმარება, ეს სოციალური დახმარებაცაა. საქართველოს მთავრობასთან ჩვენ ჯანდაცვის მიმართულებითაც ვიმუშავეთ და ბელარუსიდან საქართველოში უკვე 5 პრეპარატის იმპორტზეც შევთანხმდით. ასევე მნიშნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება ჯანდაცვის სფეროში ვიწრო სპეციალიზაციის მუშაკების გადამზადება. 60 ექიმი გაემგზავრება ბელარუსში და მიიღებს სპეციფიკურ ცოდნას. როგორც იკვეთება თქვენ ძალიან კარგი სისტემა გაქვთ C ჰეპატიტთან ბრძოლის, ამიტომ გადაწყდა რომ ჩვენი ექიმებიც ჩამოვლენ საქართველოში, რათა მიიღონ გამოცდილება და შემდეგ ბელარუსში მოახდინონ ამ გამოცდილების რეალიზება.
- ისევ სოფლის მეურნეობას მინდა დავუბრუნდე , საინტერესოა თქვენი მოსაზრება. ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა უნდა ახორციელებდეს თუ არა სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას?
- თავისთავად. თუმცა სუბსიდია გონივრულად უნდა იყოს გაცემული. ძლაიან ბევრ ქვეყანაში ხდება გლეხის დახმარება სხვადასხვა მიმართულები . ზოგადად ხომ ასეა: პროდუქცია გვინდა რომ იაფი იყოს, ხოლო იმას რომ თუნდაც ელექტროენერგია და მინერალური სასუქები ძალიან ძვირი ღირს, არ ვითვალისწინებთ. მე გეტყვით ხელისუფლების გადაწყვეტილებას: ხელისუფლება იმ სასოფლო სამეურნეო ტექნიკის წარმოების 30 პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს, რომელიც საქართველოში იწარმოება, შესაბამისად გლეხს 30 პროცენტით იაფი დაუჯდება ამ ტექნიკის შეძენა. ხელისუფლებამ თავიდანვე უნდა განსაზღვროს რომელ სექტორებს გაუწიოს დახმარება და შემდეგ შესაბამისი თანხებიც გამოყოს ამისათვის. სუბსიდიები ყოველთვის იყო და იქნება, უბრალოდ ისინი უნდა ჩანდეს, ის უნდა აისახოს რეალიზაციის პროცესზეც. მე ვფიქრობ რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ვითარდება, ბევრი მიმართულებაა ისეთი ამ სფეროში, რომელიც უკვე საკმაოდ გაიზარდა და განვითარდა. სოფლის მეურნეობას სჭირდება ხელშეწყობა. ამას გეუბნებით როგორც ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და ამავდროულად როგორც ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი.
თავდაპირველად უნდა განისაზღვროს ის მიმართულება რომელიც ფინანსურად მომგებიანია ქვეყნისთვის, შემდეგ კი უნდა მოხდეს ამ დარგის სუბსიდირება საწყის ეტაპზევე. აი მაგალითისთვის ავიღოთ რძის წარმოება: იმისთვის რომ რძე აწარმოო აუცილებელია სასაქონლო ფერმა. ბელარუსში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის ინვესტორის მოძიება ძალიან ადვილია და მსურველიც უამრავია. იცით რატომ? იმიტომ რომ საწარმო მოგებაზე 3-4 წელიწადზე გავა, ხოლო ფერმის შემთხვევაში ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მოგებაზე 15 წლის შემდეგ თუ გახვალ. საქმე ისაა რომ ფერმის გარეშე წარმოებამდე ვერ მივა პროცესი. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს: ფერმაა სუსტი რგოლი თუ საწარმო. თუ საწარმოა, მაშინ რასაკვირველია იგი უნდა უზრუნველყოს თანამედროვე ტექნიკით, თუ ფერმაა კიდევ ბევრი სხვა დეტალით. ჩვენთანაც ასეა: ფერმერისა თუ საწარმოს ხელმძღვანელის მიერ აღებული კრედიტის ანულირებას ვახდენთ და რეფინასნირების განაკვეთს ბიუჯეტის ხარჯზე ვიხდით.
- რა სფეროებია თქვენი აზრით სოფლის მეურნეობის გარდა პერსპექტიული საქართველოში?
- ძალიან ბევრი, რამდენიმე სიტყვით თქმა ძალიან გამიჭირდება. ტურიზმის სფერო უპირობოდ¸ ეს სფერო კი თავისთავად გულისხმობს სხვა დარგებსაც, მაგალითად საგზაო მიმართულება, როგორც საავტომობილო ისე სარკინიგზო . გამართული გზის გარეშე ხომ ტურისტი ვერ გეყოლება. აი მაგალითად თბილისი-ბათუმის ახალი ორსართულიანი მატარებელი, ის ფანტასტიურია. საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ნამდვილად ძალიან კომფორტული და პრაქტიკული ტრანსპორტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მრეწველობის განვითარება, ინფრასტრუქტურის გარეშე ქვეყანა ძალიან ნელი ტემპებით ვითარდება. ასევე გეტყვით რომ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ სამშენებლო ინდუსტრიასა და ვაჭრობაში.
- საქართველოს საინვესტიციო გარემოს როგორ შეაფასებდით?
- იმისთვის რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო დადებითად შეაფასო მარტო ბათუმის მონახულებაც საკმარისია. ეს ჩვენთვისაც მაგალითია, მაგალიტად შარშან როდესაც ბელარუსის რესპუბლიკის პირველი პირი თქვენს ქვეყანაში იყო ოფიციალური ვიზიტით, მთხოვა და ბათუმსს ვეწვიეთ რათა უკეთ გავცნობოდით სწორედ საინვესტიციო გარემოს და თამამა დ შემიძლია გიტხრათ რომ საინვესტიციო კლიმატი თქვენს ქვეყანაში შესამჩნევად გაუმჯობესებულია. შექმნილია ყველანაირი პირობა ინვესტიციების განხორციელებისთვის, აღმოიფხვრა კორუფცია, გადასახადები მინიმუმამდეა დაყვანილი, შემცირდა კრიმინალი. ბიზნესმენი ხომ იქ დებს ინვესტიციას , სადაც დაცულად გრძობს თავს და იცის , რომ მისი ინვესტიცია რეალურ შედეგს მოიტანს.